ბექა ბურჯანაძის ორმაგმა დუბლმა “დელტეკოს” “ბრეგანთან” ვერ უშველა

ბექა ბურჯანაძის ორმაგმა დუბლმა “დელტეკოს” “ბრეგანთან” ვერ უშველა

მიმდინარე სეზონში მეორედ – ბექა ბურჯანაძემ ორმაგი დუბლი მოაგროვა. ესპანეთის მორიგი ტურის მატჩში ქართველი ფორვარდის “დელტეკო” სტუმრად “ბრეგანს” შეხვდა და ბურჯანაძის შედეგიანობის მიუხედავად მარცხი განიცადა – 71:83.

ბურჯანაძე სასტარტო ხუთეულში იყო და 31:19 წუთში 10 ქულა, 10 მოხსნა (2 შეტევაში), 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ბექამ 6-დან 1 ორქულიანი, სამქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2-ჯერ დაუფარეს, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინ წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.

ქართველი ლეგიონერის მოედანზე ყოფნის პერიოდში, სტუმრებმა მასპინძლებზე 9 ქულით მეტი ჩააგდეს და ეს საუკეთესო მაჩვენებელი იყო, ისევე, როგორც ბურჯანაძის სარგებლიანობის კოეფიციენტი – 18.

“დელტეკომ” მე-15 ტურში უკვე მეთორმეტედ წააგო და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე რჩება, მომდევნო შეხვედრას კი 13 იანვარს, შინ, “მანრესასთან” ჩაატარებს.