ბექა ჩიკვილაძე: ნაკრებში გამოძახებით ბედნიერი ვარ და პატივს ვცემ მწვრთნელის გადაწყვეტილებას

ბექა ჩიკვილაძე: ნაკრებში გამოძახებით ბედნიერი ვარ და პატივს ვცემ მწვრთნელის გადაწყვეტილებას

ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ შეკრებაზე გამოახებული 20 კანდიდატიდან ერთადერთი ბექა ჩიკვილაძეა, რომელიც ეროვნულ ნაკრებში პირველად მიიწვიეს. შემტევი თვისებების უკანახაზელმა გასული სეზონი თბილისის ”დინამოში” გაატარა და სუპერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი გახლდათ. მისი წარმატებული თამაში ნაკრების სამწვრთნელო შტაბს არ გამოჰპარვია და ჩიკვილაძეს ეროვნულ ნაკრებში მოხვედრის შანსი მიეცა. ბექამ თბილისური ფიზმომზადება წარმატებით გაიარა და ნაკრებს სლოვენიაში, შეკრებაზე მიჰყვება. ჩიკვილაძეს ერთ-ერთი ბოლო თბილისური ვარჯიშის შემდეგ გავესაუბრეთ.
 
– როგორ მიმდინარეობს ვარჯიშები, რას იტყვი საკუთარ და გუნდის წევრების ფორმაზე?
– ვარჯიშებზე კარგი გარემოა. ყველა მოთამაშე ბოლომდე იხარჯება და ფორმაში შედის. ახალი მწვრთნელი, ალექსანდრ ჩვოროვიჩი და ავთო ბერიძე ერთმანეთას კარგად შეეწყვნენ და მათი ფიზიკური ვარჯიშები ძალიან გვეხმარება. ნაკრების წევრები სლოვენიის შეკრებას კარგ ფიზიკურ ფორმაში ხვდებიან.
– ნაკრებში პირველად გამოგიძახეს, არადა, უკვე 22 წლის ხარ. ელოდი გამოძახებას, თუ თვლი, რომ ამას აქამდეც იმსახურებდი?
– წარსულზე არ ვილაპარაკებ. ნაკრებში გამოძახებით ძალიან გახარებული და ბედნიერი ვარ. ეროვნულ ნაკრებში დაძახება არა მარტო კალათბურთში, სპორტის ნებისმიერ სახეობაში საამაყო და ფასდაუდებელია. მზად ვარ, ყველაფერი გავაკეთო საიმისოდ, რომ ჩემს სამშობლოს გამოვადგე.
– რომელია შენი სათამაშო პოზიცია და რას იტყვი იქ არსებულ კონკურენციაზე?
– 2-3 ნომერი ვარ. ანუ უკანა ხაზშიც შემიძლია თამაში და მსუბუქ ფორვარდადაც. ნაკრებში ძალიან კარგი ბიჭები არიან, როგორც ახალი თაობა, ისე შედარებით ასაკიანები. ჩემს პოზიციაზე და ზოგადად ყველა რგოლში დიდი კონკურენციაა, რაც ძალიან კარგია საიმისოდ, რომ ნაკრების ძირითადი შემადგენლობისთვის ძლიერი და ღირსეული მოთამაშეები შეირჩნენ. ბევრ რამეს ვსწავლობ ჩემი ამპლუის მოთამაშე მანუჩარ მარკოიშვილისგან. ყველა პოზიციაზე გვყავს მაღალი კლასის გამოცდილი მოთამაშეები, რაც კარგი შესაძლებლობაა ახალი თაობის წარმომადგენლებისთვის, ისწავლონ და პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ.

ბექა ჩიკვილაძე (მარჯვნივ) ვარჯიშებზე ბოლომდ იხარჯება
– რას იტყვი საკუთარ შანსზე, მოხვდე ძირითად შემადგენლობაში?
– ეს მხოლოდ მწვრთნელების საქმეა და მეც პატივს ვცემ მათ გადაწყვეტილებას, როგორიც არ უნდა იყოს ის. თუკი გამომიძახეს, ესე იგი მაქვს შანსი და თუ ჩემს შესაძლებლობებს გამოვავლენ და ძირითადში ადგილს დავიმსახურებ, მჯერა, რომ შრომა არ დამეკარგება. მაქსიმალისტი ვარ და რა თქმა უნდა, ძირითადში მოხვედრისთვის ვიბრძვი. თუ გამომივა, ბედნიერი ვიქნები.
– რას იტყვი ჩვენი ნაკრების ამერიკელ ლეიონერ რიკი ჰიკმანზე?
– ევროლიგის დიდი გულშემატკივარი ვარ და სისტემატიურად ვადევნებდი თვალს თამაშებს. რიკი ჰიკმანი ევროლიგის გამორჩეული და ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა და შეიძლება ითქვას, ის ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი კალათბურთელი იყო. საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ საუკეთესო ვარიანტი შეარჩია მისი დამატებით. სიმართლ გითხრათ, არ მეგონა, მისი გადმობირება თუ მოხერხდებოდა, თუმცა ის დღეს უკვე ჩვენი ნაკრბის წევრია და ეს ძალიან დიდი დანამატია. სლოვენიაში ახალგაზრდებს მასთან ვარჯიშის შესაძლებლობა რომ მოგვეცემა, ეს ბევრ რამეს ნიშნავს. მჯერა, რომ რიკი ჰიკმანი საქართველოს ნაკრებს დიდ დახმარებას გაუწევს.
– სლოვენიაში ფიზიკურს ბურთით ვარჯიშები შეცვლის და მეტი დრო იქნება კალათბურთის სათამაშოდ. ფიქრობ,შენს შესაძლებლობებს იქ უფრო გამოავლენ?
– კალათბურთს როგორც ფიზიკური, ისე კომბინაციური და ტაქტიკური ვარჯიშები სჭირდება. ფიზიკურმა ვარჯიშებმა ნაყოფირად ჩაიარა და დარწმუნებული ვარ, ასე იქნება სლოვენიაშიც. როგორც მე, ისე ნაკრბის ყველა კანდიდატი საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლენას ეცდება.
– არსებობს ნაკრბის მოსამზადებელი გეგმა თავისი 9 საკონტროლო მატჩით. რამდენად სრლყოფილია იგი?
– გეგმა ძალიან კარგია, რომლის გავლის შემდეგაც საქართველოს ნაკრბი ევროპის ჩემპიონატისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება. სავარჯიშო პერიოდთან ერთად ამხანაგურ მატჩებში ისეთ ნაკრებებს ვეთამაშებით, რომ დიდ გამოცდილებას შევიძენთ. საფრანგეთი, იტალია, სერბეთი, ისრაელი, ბოსნია… ასეთ ძლიერ ნაკრებებთან საკონტროლო მატჩების თამაში ძალიან სასარგებლოა.
– რმდენიმე დღის წინ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრბი B დივიზიონში დაქვეითდა. 2 წლის წინ შენ ამ გუნდის წევრი იყავი და გუნდს A დივიზიონის საგზურის მოპოვებაში დაეხმარე…
– ძალიან საწყენია, ეს რომ მოხდა, მაგრამ ეს არის მწარე რეალობა. არ მჯერა და ვერ ვიტყვი, რომ გუნდის რომლიმე წევრმა საერთო საქმეს რამე დააკლო, ბოლომდე არ დაიხარჯა, თუმცა ამ ეტაპზე ასე მოხდა. ამ ნაკრების ნახვარზე მეტი მომავალ წელსაც 20-წლამდელებში ითამაშებს და შანსი აქვთ, დაკარგული საგზური დაიბრუნონ. მეტი შრომაა საჭირო, რომ უკთესად ითამაშო და წარმატებას მიაღწიო.  დიდი დანაკლისი იყო ბექა ბურჯანაძე, რომელიც ტრავმის გამო 20-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ვერ გაჰყვა.
– ბოლოს საკლუბო კარიერაზეც გკითხავ: ბრწყინვალე სეზონი გქონდა ”დინამოში”…
– ”დინამოსთან” მოლაპარაკება დაიწყო, მაგრამ საბოლოოდ არ შედგა. ამიტომაც სხვა კლუბში გადავედი და ამით კმაყოფილი ვარ. კარიერას ”შსს-აკადემიაში” გავაგრძელბ და ვეცდები, ჩემი შესაძლებლობები იმ უმაღლესი ტიტულების დაცვას მოვახმარო, რომელიც ამ გუნდმა წინა სეზონში მოიპოვა.