ბერიშვილის 18 ქულა, ცინცაძის 11 პასი და “ალ აჰლი” ყატარის ჩემპიონატის ლიდერია

ბერიშვილის 18 ქულა, ცინცაძის 11 პასი და “ალ აჰლი” ყატარის ჩემპიონატის ლიდერია

გიორგი ცინცაძისა და მიხეილ ბერიშვილის “ალ აჰლი” ყატარის ჩემპიონატში გალიდერდა. ქართველი ლეგიონერების კლუბმა ეს მე-6 ტურის მოგებული მატჩის შემდეგ მოახერხა, რომელშიც დოჰელებმა “ალ აჰლი” 84:74 დაამარცხეს. ამ გამარჯვებაში ქართველების წვლილი ტრადიციულად სოლიდურია.

ცინცაძემ მოედანზე 38:55 წუთი გაატარა და 8 ქულა, 4 მოხსნა, 11 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. გიორგიმ 3-დან 1 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 7-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

ბერიშვილმა 36:41 წუთი ითამაშა და გუნდს 18 ქულა, 8 მოხსნა, 5 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა. მიშამ 6-დან 3 ორქულიანი და 10-დან 4 სამქულიანი გამოიყენა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
“ალ შამალის” ლიდერობა ამჯერადაც მოჰამედ ჰარატიმ იკისრა, რომელმაც მორიგი ორმაგი დუბლი შეასრულა – 30 ქულა, 17 მოხსნა.

ქართველების გუნდი საატურნირო ცხრილში “ალ სადთან” ერთად პირველ-მეორე პოზიციებს ინაწილებს, მომდევნო შეხვედრას კი 8 იანვარს, ისევ სტუმრად, ერთ-ერთ აუტსაიდერ “ალ ხორთან” გამართავს.