ბითაძე ადრიატიკის ლიგის საუკეთესოთა შორის

ბითაძე ადრიატიკის ლიგის საუკეთესოთა შორის

ადრიატიკის ლიგაში ნოემბრის მატჩების შედეგებით, სამ ძირითად სტატისტიკურ მაჩვენებელში საუკეთესოები გამოავლინეს და სასიხარულოა, რომ რჩეულთა შორის სერბული “მეგა ბემაქსის” ლეგიონერი გოგა ბითაძეც მოხვდა.
ქართველ კალათბურთელს გასული თვეში საშუალოდ 9,0 მოხსნა ჰქონდა, რაც მთელს ლიგაში საუკეთესო შედეგი გახლდათ. გოგას მონაგარი კონკრეტულად მატჩების მიხედვით ასე გადანაწილდა: 12 მოხსნა მაკედონიურ “სკოპიესთან”, 10 – სერბულ “პარტიზანთან” და 5 – ასევე სერბულ ფმპ-სთან.
ნოემბერში ქულების მიხედვით საუკეთესო ბელგრადის “ცრვენა ზვეზდას” წევრი მილკო ბიელიცა (24.5) იყო, ხოლო პასებში – ხსენებული ფმპ-ს კალათბურთელი ფილიპ ჩოვიჩი (7.7).
ცნობისთვის, ბითაძის “მეგა ბემაქსს”, რომელიც ადრიატიკის ლიგაში 3 მოგებითა და 6 მარცხით მე-10 ადგილზეა, მომდევნო მატჩი დღეს, ხორვატიის წარმომადგენელ “ზადართან” ელის.