საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ბითაძე მოედანს 13 ქულით დაუბრუნდა

ბითაძე მოედანს 13 ქულით დაუბრუნდა

მცირე ტრავმისა და ამ მიზეზით 2-მატჩიანი უქმობის შემდეგ გოგა ბითაძე მოედანს შედეგიანად დაუბრუნდა. ქართელი ცენტრი სერბეთის ჩემპიონატის მორიგ მატჩში თავისი გუნდში საუკეთესო იყო, თუმცა “მეგა ბიმაქსი” “ბორაცთან” სტუმრად 77:89 (სტატისტიკისთვის დაკლიკეთ ანგარიშზე) დამარცხდა.

31:26 წუთში გოგამ 13 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა. მეგა ბიმაქსს 5 მოგება და 4 მარცხი აქვს და მესამეზეა. 15 მაისს მეგა ბიმაქსი მე-4 ადგილზე მყოფ ზლატიბორს მასპინძლობს. ეს უშუალო კონკურენტთა დაპირისპირებაა, შემდეგ ეტაპზე ჯგუფიდან ოთხი გუნდი გადის.