ბითაძე მოედანს “ბაიერნთან” წაგებულ მატჩში, 2 ქულით და 5 მოხსნით დაუბრუნდა

ბითაძე მოედანს “ბაიერნთან” წაგებულ მატჩში, 2 ქულით და 5 მოხსნით დაუბრუნდა

ტრავმით გამოწვეული სამკვირიანი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა 19 წლის ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე. ეს ევროლიგის 24-ე ტურის მატჩი მოხდა, რომელშიც “ბუდუჩნოსტმა” გერმანულ “ბაიერნს” უმასპინძლა. 

ქართველი ლეგიონერის თამაში ვერ იყო შთამბეჭდავი, რადგან მთლიანობაში მისმა გუნდმა ითამაშა ცუდად. ბითაძემდე ბურთი ივიათად მიდიოდა და კომბინაციების გარეშე მოთამაშე პოდგორიცელებმა საბოლოოდ უშანსოდ წააგეს – 75:89.

გოგა თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 21:55 წუთში 2 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ლეგიონერმა 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

პოდგორიცელებს 6 მოგება და 18 მარცხი მოუგროვდათ და კვლავაც ბოლოსწინა მე-15 ადგილზე რჩებიან, მომდევნო შეხვედრას კი 8 მარტს, ისევ შინ, ბერძნულ “ოლიმპიაკოსთან” გამართავენ.