ნბა-ს სეზონი დაიწყო, თუმცა გოგა ბითაძისთვის არცთუ შედეგიანად. მისი გუნდი, ინდიანა პეისერსი შინ ვაშინგტონთან 107:114 დამარცხდა, ქართველმა ცენტრმა კი მხოლოდ 10 წუთი ითამაშა და უქულოდ დარჩა.
საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ცენტრი მატჩში მე-2 მეოთხედში ჩაება, თუმცა, არასრულ 4 წუთში 3 პერსონალური ფოლი (2 შეტევაში) მოუგროვდა და სათამაშო დროც შეეზღუდა.
საბოლოო ჯამში, ბითაძემ სტუმართა მხრიდან შეხვედრაში ჩართულ კალათბურთელთაგან ყველაზე ცოტა (10 წუთი) ითამაშა და ერთადერთი ორქულიანიც ააცილა, აქტივში 2 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება ჰქონდა, პასივში კი, ფოლების გარდა, 2 დაკარგვა. არ უთამაშია ინდიანელთა ძირითად ცენტრ მაილს ტერნერს, თუმცა ამით ქართველმა ვერ ისარგებლა.
ინდიანას მხრიდან 26 ქულით ტაირის ჰალიბერტონი გამოირჩა, ჯეილენ სმიტმა და ბადი ჰილდმა 16-16 ქულა ჩააგდეს და ამ უკანასკნელიც მონაგარი 10 მოხსნაც იყო. სათადარიგო კალათბურთელთაგან საუკეთესო ბენედიქტ მატურინი (19 ქულა, 7 მოხსნა) იყო, რომელიც პეისერსის მაისურით საერთოდაც პირველ ოფიციალურ მატჩს ატარებდა.
ვაშინგტონელთა გამარჯვებაში უდიდესი წვლილი ლიდერთა ტრიომ შეიტანა. ბრედლი ბილმა 23 ქულას 5 მოხსნა და 6 პასი წაამატა, კაილ კუზმამ 22 ქულა და 13 მოხსნა მოაგროვა და ორმაგი დუბლი ჰქონდა ლატვიელ კრისტაპს პორზინგისსაც – 15 ქულა, 10 მოხსნა.