ბითაძის 10 ქულა და 6 მოხსნა კლივლენდთან

ბითაძის 10 ქულა და 6 მოხსნა კლივლენდთან

გოგა ბითაძის ორლანდომ კლივლენდს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 113:117 დამარცხდა. ქართველმა ცენტრმა საკმაოდ შედეგიანად ითამაშა და მოედანზე ეფექტურ გარჯასთან ერთად 10-ქულიან ბარიერს უწია.

გოგამ პარკეტზე 16:09 წუთი გაატარა, რა დროშიც 10 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. მან 8-დან 4 ორქულიანი ჩააგდო და ერთი სამქულიანი ააცილა. აღსანიშნავია, რომ გოგა ყველა ეპიზოდში ეფექტურად თამაშობდა. ქართველმა ცენტრმა ერთ-ერთ ეპიზოდში მეტოქეს ჯერ დააფარა, რის შემდეგაც შეტევაში წავიდა და 2 ქულაც მოიპოვა.

ორლანდოელებმა ვერ გააჩერეს დონოვან მიტჩელი. კლივლენდის კალათბურთელმა 9-დან 5 სამქულიანი ჩააგდო და შეხვედრა 43 ქულით დაასრულა.

ორლანდოს რეგულარულ სეზონში კიდევ სამი მატჩი აქვს ჩასატარებელი და მომდევნო შეხვედრას საკუთარ არენაზე ისევ კლივლენდთან გამართავს.