ბითაძის 11 ქულა შარლოტთან ბრძოლაში წაგებულ მატჩში

ბითაძის 11 ქულა შარლოტთან ბრძოლაში წაგებულ მატჩში

გოგა ბითაძეს სათამაშო დრო მიეცა და მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გაცილებით მეტს იმსახურებს, ვიდრე მისი საშუალო სათამაშო დროა (7.5 წუთი). ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგ შეხვედრაში ინდიანამ შარლოტ ჰორნეტსს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძლაში – 118:121 წააგო. 

ინდიას სასტარტო ხუთეულმა ვერ გაამართლა. ლიდერ დომანტას საბონისს 8 ქულა ჰქონდა, ხოლო მაილს ტერნერს – 6. აღსანიშნავია, რომ არც ერთ ინდიანელს 23 წუთზე მეტი არ უთამაშია. გოგა ბითაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე არასრული 22 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა4-დან 3 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი და 8-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მის ნგარიშზე საბოლოოდ 11 ქულა, 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დაგროვდა. ბითაძის მოედანზე ყოფნის პერიოდში  ინდიანელებმა მეტოქეს 14 ქულით აჯობეს. ქართველი ცენტრი საკმაოდ აქტიური იყო, 2 დაჯარიმდა და ბურთი ერთხელაც არ დაუკარგავს. შარლოტში 32 ქულით, 11 მოხსნით და 8 პასით საუკეთესო ლონზო ბოლი გახლდათ.

ინდიანას 6 მოგების წილ 11 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა. 2 დღეში ინდიანელები ნიუ ორლეანს უმასპინძლებენ.