ბითაძის 16 ქულა ბელგრადში – ცრვენა ზვეზდასთან

ბითაძის 16 ქულა ბელგრადში – ცრვენა ზვეზდასთან

გოგა ბითაძე, რომელმაც მომავალ ნბა-ს დრაფტზე განაცხადი გააკეთა, ჩინებულ ფორმაშია. სერბეთის ჩემპიონატის მატჩში მისი “მეგა ბიმაქსი” სტუმრად ფავორიტ “ცრვენა ზვეზდას” შეხვდა და მიუხედავად იმისა, რომ უშანსოდ დამარცხდა, ქართველი ცენტრი საუკეთესო იყო.

ბითაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 20:15 წუთში 16 ქულა, 7 მოხსნა (2 შეტევაში) და 2 ჩაჭრა მიითვალა.
გოგამ 10-დან 7 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, მის წინააღმდეგ 3-ჯერ დაჯარიმდნენ, თავად კი, სათადარიგოთა სკამზე 5 პერსონალური ფოლის მიღების მერე გადაინაცვლა. საერთო სარგებლიანობით გოგა თავის გუნდში საუკეთესო იყო.

“მეგა ბიმაქსს” მომდევნო შეხვედრა 24 აპრილს, შინ, “მლადოსტთან” ელის.