ბითაძის 17 ქულა, 9 მოხსნა და გამარჯვება ზლატიბორთან

ბითაძის 17 ქულა, 9 მოხსნა და გამარჯვება ზლატიბორთან

გოგა ბითაძის “მეგა ბემაქსმა” სერბეთის ჩემპიონატში მე-2 გამარჯვება მოიპოვა, 18 წლის ქართველ კალათბურთელს კი ორმაგ დუბლამდე ერთადერთი მოხსნა დააკლდა. “მეგა ბემაქსმა” სტუმრად “ზლატიბორს” 82:79 სძლია, ბითაძე კი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 30:11 წუთში 17 ქულა, 9 მოხსნა (2 შეტევაში), 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

ბითაძემ 14-დან 7 ორქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი 5-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 8-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 17-ს გაუტოლდა და ის თანაგუნდელთა რიგებში მხოლოდ ალეკსანდარ ლაზიჩს (20) ჩამორჩა, რომელმაც 16 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა.

“მეგა ბემაქსი” სერბული ლიგის A ჯგუფში მე-4 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი, 3 მაისს, ისევ სტუმრად, “ტამისთან” ითამაშებს.