ბითაძის 17 ქულა და ოვერტაიმში დამარცხებული ლიუბლიანის ოლიმპია

ბითაძის 17 ქულა და ოვერტაიმში დამარცხებული ლიუბლიანის ოლიმპია

გოგა ბითაძის “მეგა ბიმაქსმა” მორიგი გამარჯვება მოიპოვა და ადრიატიკის ლიგაში გალიდერდა. მე-4 ტური მატჩები გასამართია, თუმცა მაქსიმუმი, 4-დან 4 მოგების მქონე ბიმაქსელებს ოპონენტი “ცრვენა ზვეზდა” ისევ გაუთანაბრდეს.

“მეგა ბიმაქსმა” სრემსკა მიტროვიცცაში სლოვენიურ “ოლიმპიას” უმასპინძლა და დაძაბულ, ოვერტაიმიან ბრძოლაში 81:77 სძლია. მატჩს უმეტესწილად სტუმრები იგებდნენ, თუმცა ბითაძის გუნდმა მატჩი დამატებით დროში გადაიყვანა და ექსტრახუთწუთეულში 4 ქულით მოიგო.

ახალგაზრდა ქართველი ცენტრი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 27:12 წუთში 17 ქულა, 4 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება მიითვალა.

ბითაძემ 10-დან 5 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, მეტოქეებს თამაშის წესები 4-ჯერ დაარღვევინა, თავად კი მე-5 ფოლი ძირითადი დროის დასრულებამდე სამიოდ წუთით ადრე მიიღო.

 მომდევნო მატჩს ბითაძის გუნდი 28 ოქტომბერს, მონტენეგროში იმ “მორნარის” წინააღმდეგ გამართავს.