გოგა ბითაძის მორიგი 20-ქულიანი მატჩი, რომელიც მის კარიერაში მე-4 გახლავთ. ინდიანა პეისერსი საკრამენტო კინგსის შეხვდა დაძაბულ ბრძოლაში – 109:110 დაამარცხდა.
ბითაძემ ამ შეხვედრაშიც სასტარტოდან დაიწყო და 29:29 წუთი ითამაშა. ქართველი კალათბურთელი მორიგ ორმაგ დუბლთან ახლოს იყო – მის ანგარიშზე 20 ქულა, 9 მოხსნა (3 შეტევაში), 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარებაა. მან 3-დან 1 სამქულიანი, 9-დან 8 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო გამოიყენა. გოგამ 2-ჯერ დაკარგა ბურთი და 3-ჯერ დაჯარიმდა.
რაც შეეხება მატჩს, შეხვედრა მესამე მეოთხედამდე „კინგსის“ უპირატესობით მიდიოდა, მაგრამ „პეისერსმა“ ბოლო პერიოდის დაწყებამდე 4-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა. მეოთხე მეოთხედის ბოლოს, რიკ კარლაილის გუნდი 108-107-ს იგებდა, მაგრამ დამიან ჯოუნსმა დროის ამოწურვამდე რამდენიმე წამით ადრე თანაგუნდელის ნასროლ ბურთს დაამატა და თამაშიც თავის გუნდს მოაგებინა.
ბითაძეს ორივე გუნდიდან მხოლოდ სამმა კალათბურთელმა აჯობა. „ინდიანას“ მხრიდან გოგაზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ბადი ჰილდს ჰქონდა – 25 ქულა, 7 პასი და 3 მოხსნა, დევიონ მიტჩელმა 25 ქულა და 7 პასი დააგროვა, ხოლო შიმეზი მეტუს ანგარიშზე 22 ქულაა.
შემდეგ შეხვედრას „ინდიანა პეისერსი“ 25 მარტს „მემფისის“ წინააღმდეგ გამართავს.