ბითაძის 22 წუთი და ორლანდოს გასვლითი გამარჯვება ვაშინგტონთან

ბითაძის 22 წუთი და ორლანდოს გასვლითი გამარჯვება ვაშინგტონთან

გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქმა უშუალო კონკურენტ ვაშინგტონ ვიზარდს მოუგო. მატჩი ამერიკის დედაქალაქში გაიმართა და ფლორიდული გუნდის გამარჯვებით – 116:109 დასრულდა. 

ბითაძემ მოედანზე საშუალოზე გაცილებით მეტ ხანს – 21:40 წუთი დაყო. მიუხედავად იმისა, რომ მას სტატისტიკური მაჩვენებლები უხვად არ ჰქონია, მწვრთნელმა ქართველი ცენტრი მოედანზე საკმაო დროით დატოვა, რაც მის სხვა კუთხით სარგებლიანობას ადასტურებს.

ბითაძემ 3 ორქულიანიდან 1 ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. მის ანგარიშზე 2 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა დაგროვდა. საუკეთესო იტალიელი პაოლო ბონკერო გახდა 30 ქულითა და 12 მოხსნით.

33 მოგებითა და 44 მარცხით ორლანდო აღმოსავლეთ კონფერენციაში ისევ მე-13 ადგილზეა. მომდევნო მატჩი ფლორიდელებს ორლანდოში, 2 აპრილს, აუტასიდერ დეტროიტთან ელით.