ბითაძის 26 ქულა, 14 მოხსნა, 4 პასი და გამარჯვება პორტ ვეინის მაისურით

ბითაძის 26 ქულა, 14 მოხსნა, 4 პასი და გამარჯვება პორტ ვეინის მაისურით

ინდიანა პეისერსმა გოგა ბითაძე ნბა-ს G (განვითარების) ლიგაში, საკუთარ სატელიტ გუნდ პორტ ვეინში გაანათხოვრა. როგორც გუნდში განაცხადეს, ეს მხოლოდ 1 მატჩით მოხდა და ინდიანას მორიგ შეხვედრაი ბითაძე ისევ პეისერსის განაცხადში იქნება.

ამასობაში ბითაძემ პირველი მატჩი უკვე ითამაშა პორტ ვეინის მაისურით და გუნდს “ერის” 113:93 დამარცხებაში დიდად დაეხმარა. ქართველი ცენტრი მოედანზე მყოფთაგან საუკეთესო იყო. ბითაძემ 36:17 წუთში 26 ქულა, 14 მოხსნა, 4 პასი, 3 დაფარება და 2 ჩაჭრა მოაგროვა. 

როგორც ინდიანელთა ხელმძღვანელობამ განაცხადა, ბითაძეს ბოლო მატჩებში მცირე სათამაშო დრო მიეცა და პრაქტიკის მისაღებად ის პორტ ვეინში გაუშვეს. სავარაუდოდ, ბითაძე შემდეგ მატჩს უკვე ინდიანა პეისერსის შემადგენლობაში ჩაატარებს.