გგა ბითაძემ ორლანდო მეჯიქში მორიგი მატჩი ჩაატარა. მისი გუნდი პლეი ოფში გასასვლელად იბრძვის და „პორტლენ ტრეილ ბლეიზერსთან“ ოგება ძალიან სჭირდებოდა, თუმცა დაძაბულ ბრძლაში 119-122 დამარცხდა.
ბითაძემ ახალი გუნდის შემადგენლობაში მესამეჯერ ითამაშა და ამჯერად მოედანზე 6:12 წუთი გაატარა. ამ დროში მან 4 ქულის და 2 მოხსნის დაგროვება მოასწრო. ქართველმა ცენტრმა 2-დან 2 ორქულიანი გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ ქართველი კალათბურთელი თამაშში კარგად ჩაერთო, რადგან „მეჯიქმა“ ამ დროის განმავლობაში მეტოქეს 3 ქულით მოუგო.
რაც შეეხება მატჩს, „პორტლენდმა“ პირველ მეოთხედში 4 ქულით მოიგო, „ორლანდომ“ კი მესამე პერიოდის დაწყებამდე სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა. გადამწყვეტ მეოთხედამდე ჩონსი ბილაპსის გუნდმა მოპოვებული უპირატესობა კვლავ დაიბრუნა და, საბოლოო ჯამში, მიუხედავად „მეჯიქის“ მცდელობისა, 3 ქულით გაიმარჯვა.
საუკეთესო დემიან ლილარდი იყო, რომელსაც 41 ქულა, 9 მოხსნა და 6 პასი ჰქონდა, ორლანდოელთა მხრიდან კი 25 ქულით პაოლო ბანკერო გამოირჩა.
ამ მარცხის შემდეგ „მეჯიქს“ 27 მოგება და 38 მარცხი დაუგროვდა – ბითაძის გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზე იმყოფება და პლეი ინის ზონამდე 3 მოგება აშორებს. მომდევნო შეხვედრას „ორლანდო“ 8 მარტს „მილუოკი ბაქსის“ წინააღმდეგ გამართავს.