ბითაძის 5 ქულა და ინდიანას გამარჯვება მინესტასთან

ბითაძის 5 ქულა და ინდიანას გამარჯვება მინესტასთან

ნაციონალურ საკალათბურთო მორიგიასოციაციაში მორიგი მატჩი გამართა გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსმა, რომელმაც მინესოტასთან ზედიზედ მეორედ, ამჯერად საკუთარ მოედანზე ითამაშა და მეტოქეს დაძაბულ ბრძოლაში, მაგრამ კვლავ აჯობა. მინესოტაში ჩატარებული შეხვედრისგან განსხვავებით, ამჯერად პეისერსის უპირატესობამ სულ 2 ქულა შეადგინა. 

ტიმბერვულვზთან ორი დღის წინ ჩატარებული მატჩისგან განსხვავებით, ამჯერად უფრო შედეგიანი იყო ინდიანას ქართველი ცენტრიც – გოგამ მოედანზე 10:19 წუთი გაატარა და 5 ქულა მიითვალა.

20 წლის ქართველმა კალათბურთელმა მეტოქის ფარს ორქულიანით ორჯერ შეუტია და ორივეჯერ ზუსტად. გოგამ ორიდან ერთი საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა, კიდევ ერთი სამქულიანი კი ააცილა. მის ანგარიშზე ასევე ერთი მოხსნა იყო. ბითაძის პლუს-მინუს კოეფიციენტი 6 იყო.