გოგა ბითაძის ინდიანა პლეი ოფში გასასვლელად იბრძვის. მისი ერთ-ერთი კონკურენტი ნიუ იორკ ნიკსია, რომელსაც რეგულარული ჩემპიონატის მორიგ ტურში დაუპირისპირდა და 107:110 დამარცხდა.
ქართველი ცენტრი 11:23 წუთი ათამაშეს და მან 5 ქულა დააგროვა. ბითაძემ ოთხიდან ორი 2-ქულიანი და ერთიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი კი ორჯერ ისროლა და ორჯერვე არაზუსტად. ბითაძეს 2 მოხსნა (1 შეტევაში, 1 დაცვაში) და 1 დაფარებაც ჰქონდა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა.
პირველ ტაიმში ინდიანა უკეთეს შთაბეჭდილებას ტოვებდა, თუმცა ტაიმის მიწურულს ნიქსმა 17:3 გაქცევა მოახერხა და მატჩის პირველი ნახევარი 54:52 მოიგო. მეორე ტაიმში დაძაბული თამაში გაგრძელდა და ნიუიორკელები თავიანთ უპირატესობას ინარჩუნებდნენ. მართალია, ბოლო წუთებში პეისერსი მეტოქეს 104:103-ზე მიუახლოვდა, მაგრამ ნერლენს ნოელმა და იმავე რენდლმა ნიქსს თამაში მაინც მოაგებინეს.
17 მოგებითა და 17 ფრით ნიუ იორკ ნიქსი დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა, ინდიანას კი 15 გამარჯვება და 17 მარცხი აქვს (მე-8 ადგილი). გოგა ბითაძის გუნდს ახლა ზედიზედ სამი თამაში აქვს წაგებული, მომდევნო მატჩს კი აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერ ფილადელფიასთან 2 მარტს გამართავს.