გოგა ბითაძე განაგრძობს ოდნავ მომატებული სათამაშო დროის მაქსიმალურად გამოყენებას. მორიგ მატჩში, რომელიც მისმა ინდიანამ სტუმრად, დალასთან ჩაატარა, ქართველი ცენტრი საკმაოდ აქტიური იყო და გამარჯვებაში თავისი წილი დაიდო. ინდიანელებმა დალასი 109:94 დამარცხეს.
ამ შეხვედრაში ბრძოლა მხოლოდ პირველ მეოთხედში შედგა, რომელიც ინდიანამ საბოლოოდ მაინც ორი ქულით მოიგო. აქედან მოყოლებული კი, ბითაძის გუნდს თითქმის მუდმივად ინარჩუნებდა ანგარიშში უპირატესობას ორნიშნა რიცხვით და საბოლოოდ 15 ქულითაც გაიმარჯვა.
გოგა ბითაძემ მოედანზე 10:41 გაატარა და თამაში 6 ქულით, 6 მოხსნით (3-3 შეტევასა და დაცვაში), თითო პასით და ჩაჭრით და 3 დაფარებით დაასრულა. ქართველმა კალათბურთელმა მავერქსის ფარს თამაშიდან ხუთჯერ შეუტია. ბითაძის 4-იდან 3 ორქულიანი ზუსტი აღმოჩნდა, ერთი სამქულიანი კი არაზუსტი.
გამარჯვებულებს მალკოლმ ბროგდონმა და დომანტას საბონისმა ულიდერეს. ამერიკელმა გამთამაშებელმა 22 ქულა და 6 მოხსნა მიითალა, ლიეტუველმა ფორვარდმა კი ამდენივე ქულას 15 მოხსნაც დაუმატა და ორმაგი დუბლით გამოირჩა.
ლუკა დონჩიჩის გარეშე მოთამაშე მავერიქსში ორმაგი დუბლით კრისტაპს პორზინგისი გამოირჩა. ლატვიელი ფორვარდის ანგარიშზე 31 ქულა და 18 მოხსნაა, რითაც ის ორივე გუნდში საუკეთესო იყო. დალასს 16 ქულით დაეხმარა ტიმ ჰარდევეი.
პეისერსმა რეგულარულ ჩემპიონატში ჩატარებული 44 მატჩიდან 21 მოიგო და აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მე-9 პოზიციაზე რჩება. ბითაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 30 მარტს, სტუმრად ვაშინგტონ უიზარდსთან ჩაატარებს.