ბითაძის 8 ქულა, 8 მოხსნა, 4 დაფარება და ორლანდოს ზედიზედ მე-3 გამარჯვება ინდიანაში

ბითაძის 8 ქულა, 8 მოხსნა, 4 დაფარება და ორლანდოს ზედიზედ მე-3 გამარჯვება ინდიანაში

გოგა ბითაძე სასტარტი ხუთეულში თამაშს, ხოლო მისი გუნდი მოგებებს აგრძელებს. ორლანდო მეჯიქმა ზედიზედ მე-3 გასვლითი მატჩი მოიგო, რაშიც ქალთველი ცენტრის დამსახურებაც არის. ჩიკაგოში ზედიზედ 2 გამარჯვების მოპოვების შემდეგ ფლორიდელებმა ინდიანაპოლისში გადაინაცვლეს, სადაც “პეისერსი” 128:116 დაამარცხეს. 

მოგეხსენებათ, ინდიანა გოგას წინა გუნდია, სადაც მან სასტარტოში ფეხი ვერ მოიკიდა. გოგამ მაილს თერნერს, ინდიანას ყოფილ და ამჟამინდელ ძირითად ცენტრს მოხდენილად დააფარა, მთლიანობაში კი 4 დაფარება მიითვალა. ბითაძე კვლავ სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 22:23 წუთი დაყო, რა დროშიც 8 ქულა, 8 მოხსნა, 2 ასისტი, 1 ჩაჭრა და 4 დაფარება (!) დააგროვა. გოგამ თამაშიდან 5-დან სამი სროლა გამოიყენა და აქედან ყველა ორქულიანი იყო, მას პერიმეტრიდან ერთხელაც არ უსვრია, საჯარიმოს ხაზთან კი ორჯერ დადგა და ორივეჯერ ქულა მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ მას ბურთი არ დაუკარგავს და მხოლოდ ორჯერ დაჯარიმდა.

შეხვედრის ბედი, შეიძლება ითქვას, რომ პირველივე ტაიმში გადაწყდა, რადგან ორლანდო 34 ქულით წინ გავიდა. პეისერსმა მესამე და მეოთხე პერიოდების მოგება მოახერხა, მაგრამ სხვაობა იმდენად დიდი იყო, რომ მატჩის შემოტრიალება ვერ მოახერხა. ყველაზე შედეგიანი 24 ქულით პაოლო ბანკერო იყო, 19 ქულა კი ფრანც ვაგნერს ჰქონდა. ინდიანელთა მხრიდან ყველაზე მეტი, 19 ქულა ჯორდან ნვორას ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ ბითაძე ინდიანას ღირსებას 2019-2023 წლებში იცავდა, ამ წლის დასაწყისში კი ქართველი კალათბურთელი ორლანდოში გადავიდა. პეისერსმა გოგა NBA-ს დრაფტზე მე-18 ნომრად აირჩია.

მომდევნო მატჩს ორლანდო მეჯიქი 22 ნოემბერს სახლში ტორონტო რეპტორსთან გამართავს.