ბითაძის 9 ქულა 11 წუთში და ინდიანას შეწყვეტილი უიღბლო საშინაო სერია

ბითაძის 9 ქულა 11 წუთში და ინდიანას შეწყვეტილი უიღბლო საშინაო სერია

გოგა ბითაძის მორიგი შედეგიანი თამაში ნბა-ში. ინდიანა პეისერსის 21 წლის ქართველმა ცენტრმა დეტროიტთან მატჩში გამოყოფილი 11 წუთი საკმაოდ შედეგიანად გამოიყენა და თავის გუნდს გამარჯვებაში 9 ქულა შეაშველა. ინდიანელებმა შინაურ არენაზე 6 მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტეს და დეტროიტ პისტონსი 116:111 დაამარცხეს.

ბითაძე თამაშში ტრადიციულად სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და ძალიან აქტიური იყო. საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა 5-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო და 9 ქულას 5 მოხსნა (3 შეტევაში) და 1 დაფარება წაამატა, პასივში კი 1 დაკარგვა და 2 პერსონალური ფოლი ჰქონდა.

უშედეგოდ გაისარჯა ინდიანელთა სასტარტო ცენტრი მაილს ტერნერი, რომელმაც მოედანზე 32 წუთი უქულოდ გაატარა, სამაგიეროდ 28 ქულით გამოირჩა კარის ლევერტი, ხოლო ლიეტუველმა ფორვარდმა დომანტას საბონისმა მორიგი ორმაგი დუბლი შეასრულა – 14 ქულა, 11 მოხსნა.

პეისერსმა 20 მოგება და 23 მარცხი მოაგროვა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზე იმყოფება. ბითაძის კლუბი მომდევნო შეხვედრას 27 მარტს დალასში ლუკა დონჩიჩი მავერიქსის წინააღმდეგ ჩაატარებს.