ბითაძის 9 ქულა და 13 მოხსნა “დინამიკთან”

ბითაძის 9 ქულა და 13 მოხსნა “დინამიკთან”

ევროპაში სეზონისწინა მოსამზადებელი მატჩები მიმდინარეობს და ცხადია, ქართველი ლეგიონერების გუნდებიც სამზადისში არიან. გოგა ბითაძის “მეგა ბიმაქსი” ამხანაგურ მატჩში სერბულ “დინამიკს” გაეჯიბრა” და 32 ქულით – 76:44 დაამარცხა.

ქართველი ცენტრი საკმაოდ სოლიდურად გამოიყურებოდა და ორმაგ დუბლამდე 1 ქულა დააჯლდა. ბითაძემ თავი 9 ქულას და 13 მოხსნას მოუყარა. შემდეგი მოსამზადებელი მატჩი “მეგა ბიმაქსს” 23 სექტემბერს შეკრებაზე მყოფ რუსეთის “სპარტაკ-პრიმორიესთან” ელის.