ბითაძის და მამუკელაშილის 3-იანები | ორლანდომ ზედიზედ მე-9 მოიგო

ბითაძის და მამუკელაშილის 3-იანები | ორლანდომ ზედიზედ მე-9 მოიგო

ორლანდო მეჯიქი აგრძელებს თავის ჯადოსნურ სვლას. გოგა ბითაძის გუნდმა ზედიზედ მე-9 მატჩი მოიგო, რითაც სატურნირო მდგომარეობა და ცხადია, რეპუტაცია მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა. ორლანდომ 2 დღის წინ ძლეულ ვაშინგტონს ერთი მარცხიც აგემა – ამჯერად 130:125

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე მიახლოებითი სტანდარტული დრო – 24 წუთი გაატარა. ამჯერად ბითაძე შედარებით მოკრძალებული იყო: 3 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი, 2 დაფარება. უცნაურია და, ბითაძემ მთელს შეხვედრაში 1 სროლა განახორციელა – სამქულიანი ჩააგდო. საუკეთესო მატჩი ჰქონდა პაოლო ბანკეროს, რომელმაც 28 ქულა, 13 მოხსნა და 7 პასი მოაგროვა. 

14 მოგებითა და 5 მარცხით ორლანდო აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოსტონის შემდეგ მე-2 ადგილზეა. დაამრგვალებს მიჯრით მოგებებს მეჯიქი? ეს ხვალვე გამოჩნდება, როცა ორლანდო მომდევნო მატჩს ბრუკლინში ჩაატარებს. სხვათა შორის, ბოლო მარცხი ბითაძის გუნდმა სწორედ ბრუკლინში, 14 ნოემბერს განიცადა, რის შემდეგაც ზედიზედ 9 მატჩი მოიგო. 

მოედანზე გამოჩნდა სან ანტონიოს წევრი სანდრო მამუკელაშვილი, რომელსაც როტაციის გამო გრეგ პოპოვიჩი დიდად აღარ სწყალობს. ნიუ ორლეანთან 106:121 წაგებულ შეხვედრაში ქართველი ცენტრი მოედანზე 6 წუთით გამოჩნდა, რა დროშიც 3 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. სანდრომ 2 სამქულიანიდან 1 ჩააგდო, 1 ორიანი კი ააცილა.