ბითაძის “მეგა ბიმაქსი” სერბეთის თასის ფინალში ვერ გავიდა

ბითაძის “მეგა ბიმაქსი” სერბეთის თასის ფინალში ვერ გავიდა

გოგა ბითაძის “მეგა ბიმაქსი” სერბეთის თასის გათამაშების ნახევარფინალში დამარცხდა. მეოთხედფინალში “დინამიტის” ძლევის შემდეგ ბიმაქსელები ერთ-ერთ სერბულ გრანდ “პარტიზანს” შეხვდნენ და 10 ქულის სხვაობით – 79:89 დამარცხდნენ.

18 წლის ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 29:53 წუთი გაატარა. ბითაძემ 4-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. საბოლოოდ მის ანგარიშზე 6 ქულა, თანაგუნდელთაგან უმეტესი 8 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა დაგროვდა. სარგებლიანობის ინდექსით, რამაც 13 ერთეული შეადგინა, ბითაძე თანაგუნდელთაგან მხოლოდ ვლადკო ჩანჩარს (22) და ნიკოლა რებიჩს (18) ჩამორჩა.