ბითაძის “მეგა ბიმაქსმა” სლოვენიაში წააგო

ბითაძის “მეგა ბიმაქსმა” სლოვენიაში წააგო

გოგა ბითაძის “მეგა ბიმაქსმა”, რომელსაც ადრიატიკის ლიგაში 7-დან 6 მოგებით ლიდერთა შორის იყო, აუტსაიდერთან წაიფორხილა. სერბული კლუბი სლოვენიაში “კრკას” შეხვდა და 69:82 წააგო. ქართველმა ცენტრმა სეზონის ერთ-ერთი უშედეგო მატჩი ითამაშა და ამის მიზეზი ნაადრევად დაგროვებული პერსონალური ჯარიმები გახლდათ.

ბითაძემ მხოლოდ 12:13 წუთი ითამაშა, რის შემდეგაც 5 პერსონალურის გამო მოედნიდან გავარდა. ქართველმა ლეგიონერმა 6-დან 3 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო და 10 ქულას 1 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება წაამატა. გოგამ ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 2-ჯერ დაუფარეს და მის წინააღმდეგ თამაშის წესები 5-ჯერ დაირღვა.

“მეგა ბემაქსს” 6 მოგება და 2 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილი შეინარჩუნა, თუმცა ანალოგიური შედეგი უკვე ჩერნოგორიულ “ბუდუჩნოსტსსაც” მოუგროვდა. მომდევნო შეხვედრას ბითაძის გუნდი 24 ნოემბერს, შინ, ხორვატიის “ციბონასთან” გამართავს.