გოგა ბითაძის ორმაგი დუბლი, გამარჯვება და MVP-ის ტიტული ხორვატიაში

გოგა ბითაძის ორმაგი დუბლი, გამარჯვება და MVP-ის ტიტული ხორვატიაში

19 წლის ქართველის მორიგი წარმატება. ადრიატიკის ლიგის მე-3 ტურში გოგა ბითაძის “მეგა ბიმაქსმა” სტუმრად ხორვატული “ცედევიტა” დაამარცხა, ხოლო ქართველი ცენტრი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. სერბულმა კლუბმა ზაგრებში ცედევიტელები 95:86 დაამარცხეს და 3-დან 3 მოგებით ადრიატიკის ლიგას “ცრვენა ზვეზდასთან” ერთად ლიდერობენ.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე თავისიანთაგან ყველაზე მეტი – 30:52 წუთი გაატარა. გოგამ 12-დან 7 ორქულიანი და 5-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამიანი კი ააცილა. მოგროვებულ 16 ქულას ბითაძემ 13 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაყოლა, ბურთი კი არ დაუკარგავს. გოგამ 3 ჯარიმა მიიღო, მასზე კი მეტოქეებმა წესები 5-ჯერ დაარღვიეს.

შედეგად, ბითაძის სარგებლიანობის ინტექსმა 24 შეადგინა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი გახლდათ. გამარჯვებულთაგან ასევე გამოირჩა ოგნიენ ჩარაპიჩი, რომელმაც 17 ქულა და 4 პასი მიითვალა. 

მომდევნო მატჩს “მეგა ბიმაქსი” 19 ოქტომბერს, შინ სლოვენიურ “ოლიმპიასთან” გამართავს.