ბითაძის პირველი საგამოფენო მატჩი: 5 ქულა, 8 მოხსნა, 4 პასი, 2 დაფარება

ბითაძის პირველი საგამოფენო მატჩი: 5 ქულა, 8 მოხსნა, 4 პასი, 2 დაფარება

გოგა ბითაძემ პირველი საგამოფენო მატჩი ჩაატარა. მისი ინდიანა ნიუ იორკ ნიკსს შეხვდა და დიდი სხვაობით – 114:131 წააგო. შეგახსენებთ, რომ პირველ საგამოფენო მატჩში, რომელშიც ინდინელებმა შარლოტს მოუგეს, ქართველ ცენტრს არ უთამაშია, 

მატჩის ბედი მეორე პერიოდში გადაწყდა, რომელშიც ნიუიორკელებმა არც მეტი არც ნაკლები, 46 ქულა ჩააგდეს.

ბითაძისთვის სეზონის პირველი მატჩი ნაყოფიერი იყო: 16 წუთში 5 ქულა, 4 პასი, 2 დაფარება და 8 მოხსნა მოაგროვა, 5-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

24 ქულით მატჩის ბომბარდირი ნიუიორკელი ტოპინი გახდა.

„ინდიანა პეისერსი“ მომდევნო მატჩს 13 ოქტომბერს ისევ „ნიუ იორკ ნიქსის“ წინააღმდეგ გამართავს, ამჯერად ინდიანაში.