ადრიატიკის ლიგის გამარჯვებული ბელგრადის „პარტიზანია“. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებით გაძლიერებულმა „ოლიმპიამ“ საკუთარ ქალაქში ვერ მოახერხა ფინალური მატჩის მოგება. სერბული გუნდი მთელი თამაშის მანძილზე დომინირებდა და მიუხედავად იმისა, რომ ლიუბლიანელებმა მოახერხეს წამოწევა, საბოლოოდ მაინც „პარტიზანმა“ იმარჯვა – 77:74. ეს ბელგრადელების ზედიზედ მეხუთე გამარჯვებაა ადრიატიკის რეგიონალურ ლიგაში.
ლიუბლიანური გუნდის ხუთეულში ჩვენიანთაგან კვლავ მხოლოდ ბოისა იყო, რომელმაც მოედანი უქულოდ დატოვა. 17 წუთის განმავლობაში ბოისამ 1 ორქულიანი და 2 საჯარიმო ააცილა. შერმადინმა მოედანზე 22,15 წუთი დაჰყო და 4 ქულასთან ერთად 4 მოხსნაც მოაგროვა. გიორგიმ 2–დან 1 ორქულიანი და ორივე საჯარიმო ჩააგდო.
ლიუბლიანელებს თამაშის გადარჩენის შანსი ბოლო წამებზე მიეცათ, როცა სხვაობა 3 ქულა იყო და ბურთს მასპინძლები ფლობდნენ, მაგრამ დევის ბერტანსმა ბურთი დაკარგა და სამქულიანი სროლის განხორციელება ვერ მოხერხდა. „ოლიმპიას“ ახლა ერთადერთი სამიზნე დარჩა – სლოვენიის ჩემპიონობა.
გახარებული “პარტიზანები”