ბოისას გუნდი “იკაროსთან” დამარცხდა

ბოისას გუნდი “იკაროსთან” დამარცხდა

ვლადიმერ ბოისას „პანიონიოსი“ საბერძნეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში აუტსაიდერ „იკაროსთან“ დამარცხდა. ათენელებმა შეხვედრა სტუმრად გამართეს და საბოლოოდ 64:74 წააგეს. ამ მარცხს პანიონიოსელებითვის ცხრილზე გავლენა არ მოუხდენია – ბოისას გუნდი ისევ მეოთხე ადგილზეა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა მოედანზე 18 წუთი გაატარა. ბოისამ 1 ორქულიანთან ერთად 2 საჯარიმო ააცილა და მოედანი უქულოდ დატოვა, თუმცა 5 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება ისე მოაგროვა, ბურთი არ დაუკარგავს.
საბერძნეთის ჩემპიონატში „პანიონიოსი“ მომდევნო შეხვედრას 7 მარტს, შინ, „აგორის“ წინააღმდეგ გამართავს.