ბოისას გუნდი ფინალში გავიდა!

რომა – სიენა 49:70
ვლადიმერ ბოისამ და მისმა “სიენამ” დეჟან ბოდიროგას “რომას” ნახევარფინალური სერიის მეოთხე შეხვედრაც მოუგეს და სუპერფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს. “სიენამ” შეხვედრა 70:49 მოიგო, ბოისამ კი 8 წუთში 3 მოხსნა დააგროვა და თამაშიდან სამივე სროლა გააფუჭა. ბოდიროგას რაც შეეხება, სერბმა ვეტერანმა 12-ჯერ სცადა ბედი და მხოლოდ 4 სროლა შეასრულა ზუსტად. ორივე გუნდში ყველაზე შედეგიანები რომეინ სატო და ლონი ბაქსტერი იყვნენ (15-15 ქულა).

რომა – სიენა 49:7014:23, 13:17, 9:19, 13:11რომა: ბოდიროგა (12 ქ. 4 მ. 3 პ), ჩეტმენი (10 ქ. 5 მ).სიენა: ბაქსტერი (15 ქ. 3 მ), სატო (15 ქ. 10 მ), კაუკენასი (14 ქ. 3 პ), ვ. სტეფანოვი (10 ქ), ვლადიმერ ბოისა (8 წუთი, უქულოდ, 3 მოხსნა).
სიენამ მოიგო სერია 3:1.