ბოისას გუნდმა ევროპა წაგებით დაიწყო

ბოისას გუნდმა ევროპა წაგებით დაიწყო

გუშინ ევროთასის 2009-2010 წლის გათამაშება დაიწყო, რომელშიც სხვებთან ერთად ვლადიმერ ბოისას ხორვატული გუნდი – „ზადარიც” ჩაება. ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ზადარელებმა ბერძნულ “არისს” უმასპინძლეს და 68:73 წააგეს. ბოისა „ზადარში“ სწორედ „არისიდან“ გადავიდა, რომლის ღირსებასაც გასულ სეზონში იცავდა.
ბოისამ თამასი სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე 33 წუთი დაჰყო, რა დროშიც გუნდს 8 ქულა, 7 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა.
ქართველმა კალათბურთელმა 5-დან 1 ორქულიანი და 2-ვე სამქულიანი ჩააგდო, ბურთი კი 4-ჯერ დაკარგა.
C ჯგუფის მე-2 მატჩში იერუსალიმის “ჰაპოელმა” ისრაელში ლიტვური “შიაულაი” მიიღო და 89:76 დაამარცხა. 1 დეკემბერს გასამართ მე-2 ტურში “ზადარი” სწორედ ბალტიისპირელებს ესტუმრება. მე-2 ჯგუფურ ეტაპზე რვა ჯგუფის ორ-ორი საუკეთესო გუნდი ითამაშებს.