ბოისას გუნდმა კონკურენტი გაანადგურა

ვლადიმერ ბოისას „პანელინიოსმა“ საბერძნეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში უშუალო კონკურენტი, ცხრილში მინ წინ ერთი საფეხურით მყოფი „კოლოსოსი“ გაანადგურა. მატჩი ათენში გაიმართა და მასპინძლების გამარჯვებით – 74:55 დასრულდა.
ბოისა 15 წუთით გამოჩნდა მოედანზე და ახალი გუნდის მაისურით პირველი ქულა მიითვალა. ვოვას მეტოქის ფარისთვის თამაშიდან არ შეუტევია, 2 საჯარიმოდან ერთი ჩააგდო, რასაც 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაყოლა. „პანელიონიოსს“ ულიდერა ვასილის ხანტოპულოსმა, რომელმაც 18 ქულა მოაგროვა, ჯონ დიბლერის ანგარიშზე კი 13 ქულა გახლდათ.
ამ გამარჯვებით „პანიონიოსმა“ ცხრილში „კოლოსოსთან“ ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა და კვლავ მეოთხე პოზიციაზე იმყოფება.