ბოისას “ზადარი” ხორვატიაში გალიდერდა

საქარველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდ ვლადიმერ ბოისას “ზადარმა” ხორვატიის ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება იზეიმა. მე-11 ტურში ზადარელებმა “დუბროვნიკი” 128:74 გაანადგურეს და 10 მოგებითა და 1 მარცხით “ციბონასთან” ერთად გათამაშების ცხრილს თავში მოექცნენ.
“ზადარის” მთავარ მწვრთნელ ზმაგო საგადინს ბოისა სასტარტო ხუთეულში არ დაუყენებია. ვოვამ 22 წუთს ითამაშა და მასპინძლებს 7 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება შესძინა.
ქართველმა კალათბურთელმა 5-დან 2 ორქულიანი და სამქულიანი ჩააგდო, 2 საჯარიმო კი ააცილა. ამასთანავე, ბოისამ 3 პერსონალური ფოლი მიიღო.
10 მაისს ხორვატიის ჩემპიონატში ცენტრალური მატჩი შედგება, რომელშიც “ციბონა” “ზადარს” უმასპინძლებს.