ბოისასთან ერთად

ბოისასთან ერთად

ვლადიმერ ბოისას  “პანიონიოსმა” საბერძნეთის ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება იზეიმა. ათენელები სალონიკში “არისს” ესტუმრნენ და 6–ქულინი გამარჯვება მოიპოვეს – 69:63. აღსანიშნავია, რომ 3 წლის წინ ბოისა სწორედ სალონიკურ გუნდში თამაშობდა.
საქართველოს ნაკრების ფორვარდი მოედანზე 19 წუთით გამოჩნდა და საკუთარ გუნდს 4 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი შესძინა. ვოვამ 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, სამივე საჯარიმო კი ააცილა.  სტუმართა რიგებში საუკეთესო ამერიკელი უილიამ კეისი გახლდათ, რომელმაც 17 ქულა მიითვალა. ”პანიონიოსმა” თავი 11 გამარჯვებას მოუყარა და ბერძნული ლიგის მე-4 ადგილზე იმყოფება.
 ესპანეთის ჩემპიონატში “გრან კანარიამ” მალაგის “უნიკახა” მიიღო და მოულოდნელად იოლად – 60:49 დაამარცხა. ქართული პასპორტის მქონე მარკიზ ჰეინსმა 31 წუთს ითამაშა და 13 ქულით, 5 მოხსნით, 1 პასითა და 1 დაფარებით, მასპინძელთა რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ. საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ყოფილი წევრი ტორინ გრინი კვლავ ტრავმირებულია და ლას პალმასელებს ამჯერადაც ვერ დაეხმარა.
7 მოგებითა და 11 მარცხით „გრან კანარია“ მე-13 ადგილზეა. მომდევნო მატჩს კანარიელები 5 თებერვალს, სტუმრად, „კახა ლაბორალთან“ გამართავენ.