ბოისასთან ერთად “პანიონიოსმა” პირველად წააგო

ბოისასთან ერთად “პანიონიოსმა” პირველად წააგო

რაც ბერძნულ „პანიონიოსში“ გადავიდა, ვლადიმერ ბოისას ახალმა გუნდმა პირველად წააგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა აქამდე 4 მატჩი ჩაატარა „პანიონიოსის“ შემადგენლობაში და ათენურმა გუნდმა ყველა შეხვედრა მოიგო. დღეს პანიონიოსელები სტუმრად კაოდ–ს შეხვდნენ და 62:71 დამარცხდნენ.
ბოისამ საკმაოდ დამაჯერებლად ითამაშა. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა მოედანზე 19 წუთი გაატარა და 7 ქულასთან ერთად 2 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მოაგროვა. ვოვამ 7 ცდიდან, 3 ორქულიანი და 2–დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამქულიანი კი ააცილა.
მიუხედავად წაგებისა, „პანიონიოსი“ გათამაშების ცხრილში მეოთხე ადგილს მყარად იკავებს. მომდევნო ტურში, 15 თებერვალს, „პანიონიოსი“ შინ „მარუსის“ შეხვდება.