ბოლო საკონტროლო მატჩში ქართველ 18-წლამდელებს მოგებამდე ცოტა დააკლდათ

ბოლო საკონტროლო მატჩში ქართველ 18-წლამდელებს მოგებამდე ცოტა დააკლდათ

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ბოლო საკონტროლო მატჩი გამართა უნგრეთში და გამარჯვებამდე ცოტა დააკლდა. მიხეილ ბერუაშვილის გაწვრთნილი გუნდი ბოლო მეოთხედის წინ 5 ქულის სხვაობით – 56:50 ამარცხებდა მასპინძლებს, მაგრამ, წინა მატჩის არ იყოს, ბოლომდე ძალები არც ამჯერად გასწვდა და ბოლო 10-წუთეულის 14:27 წაგების შემდეგ შეხვედრა 70:77 დათმო.
ამით საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა დაასრულა უცხოური შეკრება და ხვალ თბილისში გამოემგზავრება. ბერუაშვილის გუნდი მზადებას ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონისთვის საქართველოში განაგრძობს. 18-28 ივლისს ჩვენს ნაკრებს მაკედონიაში კონტინენტის პირველობაზე მოუწევს ასპარეზობა, სადაც ჯგუფში მეტოქეებად ნორვეგია, ესტონეთი, ჰოლანდია, გერმანია და ავსტრია ეყოლება
 
საერთაშორისო ამხანაგური მატჩი. მარცალი. უნგრეთი. 25 ივნისი
უნგრეთი 77:70 საქართველო
24:12, 11:18, 15:26, 27:14
 
საქართველო: ქიტოშვილი (2), ზაქრაძე (13), ღურწკაია (9), რევაზაშვილი, პულუზაშვილი (9); ბოლქვაძე (10), ნარჩომაშვილი (7), სანაძე (4), დვალი (3), ლორთქიფანიძე (5), გამრეკლიძე (5), მასხულია (3), ბობილევი, ძაღიშვილი