ბოსნიამ საქართელოს პირადი მოგების ხარჯზე აჯობა

ბოსნიამ საქართელოს პირადი მოგების ხარჯზე აჯობა

საქართველოს 16–წლამდელთა ნაკრებმა ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა, რაც მომდევნო ეტაპზე გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა. გია კაზანჯიანის გუნდმა ჯგუფიდან გამსვლელი მეორე ადგილი ბოსნიასთან პირად შეხვედრაში წაგების გამო დათმო, არადა, ქულები თანაბარი დაუგროვდათ.
 
ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა 2 შეხვედრა მოიგო და ამდენივე წააგო. გადამწყვეტი მატჩი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, რომელშიც ქართველებმა მონტენეგროს ნაკრებთან 48:73 წააგეს. მონტენეგროელებმა ჯგუფური ეტაპი წაუგებლად დაასრულეს და როგორც ჩვენი ნაკრების მწვრთნელმა გია კაზანჯიანმა განაცხადა, დიდი შანსია, მონტენეგრომ B დივიზიონი მოიგოს.
 

 
ქართველებმა ექსიუგოსლავიელებს წინაამდეგობა პირველ ტაიმში გაუწიეს. საწყისი ათწუთეული ფრედ, 21:21 დასრულდა, ხოლო დიდი შესვენებისთვის მონტენეგრომ 7–ქულიანი ლიდერობა მოიპოვა. ქართველებმა მესამე მეოთხედში ვერაფერი გააწყვეს ზუსტად მოთამაშე მეტოქესთან და ყველაფერი გადამწყვეტი პერიოდის დაწყებამდე გადაწყდა – მონტენეგრო 55:33 დაწინაურდა.
 
საქართველოს ნაკრებში საუკეთესო შედეგი სოსო მაჭავარიანს (11 ქულა) ჰქონდა, დიმა ბობილების ანგარიშზე კი 10 ქულა დაგროვდა. რაც შეეხებათ მონტენეგროელებს, 10–ქულიანი ზღვარი ერთბაშად 5–მა კალათბურთელად დაძლია.
 
ჩვენს ჯგუფში დარჩენილია კიდევ ერთი მატჩი, რომელშიც ესტონეთი რუმინეთს ხვდება, მაგრამ ამ შეხვედრის შედეგი არაფერს არ ცვლის. ესტონეთი მოგების შემთხვევაში საქართველოსა და ბოსნიის მსგავსად 6 ქულას აგროვებს, მაგრამ ამ სამ გუნდს შორის გამართულ მატჩებში ბურთების შეფარდება იმგვარია, რომ ბოსნიას გარანტირებული აქვს მეორე ადგილი.
  
საქართველოს ნაკრები IX-XVI ადგილებისთვის იბრძოლებს. შეიქმნება ახალი, 4–4–გუნდიანი ჯგუფები, რომელშიც ჯგუფებში III-IV ადგილებზე გასული გუდნები გაერთიანდებიან. საკვალიფიკაციო ჯგუფში საქართველოს ნაკრები მეტოქეები შვეიცარია, ჰოლანდია და ეტრონეთ–რუმინეთის დაპირისპირებაში გამარჯვებული გუნდი იქნებიან.
 
ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. პირველი ეტაპი. რუმინეთი. ბუქარესტი. 23 ივლისი
 საქართველო 48:73 მონტენეგრო
21:21, 14:21, 4:19, 15:18
სრული სტატისტიკა:
http://u16men.fibaeurope.com/enDivB/cid_IIYgusIDGZQ9Od8JC9C9x0.gameID_8819-C-9-5.compID_YUjW-7-FJ,kK9s431Lyr41.season_2012.roundID_8815.teamID_.html
 
1.         მონტენეგრო            4          4/0       315/224           8
2.         ბოსნია                      4          2/2       317/294           6
3.         საქართველო           4          2/2       214/258           6
4.         ესტონეთი                3          1/2       180/224           4
5.         რუმინეთი                3          0/3       170/196           3