ისლანდიის ნაკრებში ერთ-ერთი საუკეთესო ბრენდონ ბირმინგემია, რომელმაც ამ გუნდების პირველი წრის შეხვედრაში თბილისში 22 ქულა დააგროვა. ბირმინგემის თქმით, საქართველოს ნაკრები რამდენიმე ძალიან ძლიერი ინდივიდუალისტის გუნდიდან ნელ-ნელა ძლიერ, შეკრულ გუნდად ჩამოყალიბდა.
– საქართველოს ნაკრები ერთი წლის წინაც ძლიერი იყო, თუმცა როგორც ჩვენი მწვრთნელები გვეუბნებიან, დღეს ეს გუნდი გაცილებით გაუმჯობესებულ გუნდურ კალათბურთს თამაშობს, ხოლო ინდივიდუალისტების მხრივ, საქართველოს დეფიციტი არც იაქმდე ჰქონია. ასე რომ, ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავს.- ავსტრიისა და საქართველოს შედარებისას ვის მიანიჭებდით უპირატესობას?- ერთთანაც წავაგეთ და მეორესთანაც, თუმცა ფინეთი საქართველოზე აგრესიულ დაცვას თამაშობს და შეტევაში უფრო სწრაფად გადადის, საქართველოს ნაკრებში კი თითქმის ყველაფერი ზაზა ფაჩულიაზეა დამოკიდებული. შეტევა ზაზათი ვითარდება, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ამის პროგნოზირება ადვილია, ფაჩულია იმდენად ჭკვიანი მოთამაშეა, რომ მერე რას გააკეთებს, რთული სათქმელია. – რას დაუპირისპირებთ საქართველოს?- ყველაფერს, რაც კი შეგვეძლება. მაყურებლის იმედიც გვაქვს, თუმცა აქ რომ თქვენსავით ბევრი გულშემატკივარი ვერ იქნება, ესეც ფაქტია. ვეცდებით, მაქსიმალურად შევუზღუდოთ სივრცე თქვენს ლიდერებს, ფაჩულიას, ელისს, მარკოიშვილს.