“ბრუკლინმა” გამარჯვებით დაიწყო, შენგელია სათადარიგოობას დასჯერდა

“ბრუკლინმა” გამარჯვებით დაიწყო, შენგელია სათადარიგოობას დასჯერდა

დღეს, გამთენიისას, ნბა-ს ახალ სეზონში პირველი მატჩი გამართა „ბრუკლინ ნეთსა“ და პირველი გამარჯვებაც მოიპოვა. ნიუ იორკის უბანგამოცვლილმა „ბადეებმა“ ახალაშენებულ „ბარკლაი სენთერში“ პირველი მატჩი გამართეს. „ბრუკლინის“ მეტოქე კანადური „ტორონტო“ გახლდათ, რომელმაც მასპინძლებს დიდი წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა ბრუკლინელთა ზეიმის წახდენა ვერ მოახერხა. „ნეთსმა“ საბოლოოდ 107:100 დაამარცხა „ტორონტო“ და სეზონი დაგეგმილი გამარჯვებით დაიწყო.
 
ამ მატჩში ველოდით 21 წლის ქართველის დებიუტს, თუმცა შენგელია მოედანზე არ გამოჩენილა. თორნიკე განაცხადში იყო, თუმცა მოედანზე არ შესულა. თორნიკეს მსგავსად არ უთამაშია მირზა ტელეტოვიჩს და ტაიშონ ტაილერს, ხოლო კიდევ ერთი სათადარიგო კეიტ ბოგანსი მოედანზე 28 წამით გამოჩნდა.
 
მომდევნო შეხვედრას ბრუკლინელები კვლავ შინ, 5 ნოემბერს, „მინესოტასთან“ ჩაატარებენ.

მატჩისწინა გამოცხადებისას: თორნიკე შენგელია და დერონ უილიამსი