“ბრუკლინმა” თორნიკე შენგელიასთნ კონტრაქტის გაფორმება ოფიციალურად გამოაცხადა

“ბრუკლინმა” თორნიკე შენგელიასთნ კონტრაქტის გაფორმება ოფიციალურად გამოაცხადა

თორნიკე შენგელიამ „ბრუკლინ ნეთსთან“ კონტრაქტი გააფორმა. ეს ამბავი, რომელიც ჩვენ 1 კვირის წინ გადაწყვეტილად ვიცოდით, კლუბმა ოფიციალურად ეხლა გამოაცხადა. ინფორმაცია ბრუკლინელთა ოფიციალურ საიტზე გავრცელდა, რომელიც უმალ გადაიტანა ერთ–ერთმა ყველაზე მსხვილმა სპორტულმა პორტალმა yahoo–მ.
„თოკომ ძალიან კარგად ითამაშა საზაფხულო ლიგაზე, რამაც მასთან კონტრაქტის გაფორმება გადაგვაწყვეტინა“ – ასე მოკლედ და კონკრეტულად განმარტავს ქართველის გუნდში აყვანას „ბრუკლინ ნეთსის“ გენერალური მენეჯერ ბილი კინგი.

კონტრაქტის პირობები და ღირებულება არ ხმაურდება. არც ისაა დაკონკრეტებული, ბელგიურ „შარლერუასთან“ შენგელიას მოქმედ კონტრაქტს კალათბურთელი თავისი ხელფასიდან გამოისყიდის თუ კომპენსაციას ბრუკლინული კლუბი აანაზღაურებს.
შეგახსენებთ, რომ შენგელია დრაფტზე 54–ე ნომრად „ფილადელფიამ“ აიყვანა, მაგრამ რამდენიმე წუთში ის „ბრუკლინს“ დაუთმო. ქართველმა ფორვარდმა ორლანდოს საზაფხულო ლიგაზე ბრუკლინელთა გუნდში ითმაშა და საშუალოდ მოედანზე გატარებულ 21 წუთში 10.2 ქულას სროლათა 53%–იანი სიზუსტით აგდებდა. შენგელია დღე–დღეზე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შეუერთდება და მზადებას ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის განაგრძობს.
კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახური