ბუდიველნიკის გამარჯვება და ბომბარდირი გიორგი ცინცაძე

ბუდიველნიკის გამარჯვება და ბომბარდირი გიორგი ცინცაძე

კიევის „ბუდივალნიკი“ უკარინის ჩემპიონატში პირველ ადგილზეა და ლიდერობას კიდევ უფრო იმყარებს. გიორგი ცინცაძის გუნდმა მორიგი გამარჯვება სტუმრად, დნეპროტერტოვსკში, „აზოტთან“ მოიპოვა. „ბუდიველნიკმა“ მეტოქე 85:73 დაამარცხა, ქართველი გამთამაშებელი კი კიეველთა შორის ბომბარდირი გახდა.
 

 
ცინცაძემ 8-დან 5 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. გიორგიმ მთლიანობაში 15 ქულა, 5 პასი, 3 მოხსნა და თითო ჩაჭრა-დაფარება მიითვალა. ცინცაძესთან ერთად კიეველებში 10-ქულიანი ზღვარი არტურ დროზდოვმა (14), ლეო ლაიონსმა (13) და დანიუს სალენგამ (12) დაძლიეს.
 
27 გამარჯვებითა და 8 მარცხით „ბუდიველნიკი“ პირველ ადგილზე მყარად იმყოფება. მომდევნო ტურში, 17 მარტს, კიეველები სტუმრად „დნიპროს“ დაუპირისპირდებიან.