“ბუდიველნიკის” გამარჯვება და ცინცაძის 4 ჩაჭრა

“ბუდიველნიკის” გამარჯვება და ცინცაძის 4 ჩაჭრა

გიორგი ცინცაძის „ბუდიველნიკმა“ უკრაინის ჩემპიონატის მორიგი მატჩი მოიგო. კიეველები ოდესას ესტუმრნენ და მასპინძელთა გუნდი დაზაბულ ბრძოლაში – 82:77 დაამარცხეს. ეს ცინცაძის გუნდის მეორე გამარჯვებაა, „ბუდეველნიკი“ უდანაკარგოა და ნომინალურად მეორე ადგილზე იმყოფება. პირველზე სამიდან სამი მატჩის მომგები „ხიმიკია“.
 
ცინცაძე ხუთეულში არ ყოფილა და მთლიანობაში 17 წუთი ითამაშა. ქართველმა გამთამაშებელმა მატჩში უმეტესი – 4 ჩაჭრა განახორციელა, სხვა მხრივ კი 7 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა. გიორგიმ 4-დან 2 ორქულინი და 2-დან 1 სამიანი ჩააგდო, 1 საჯარიმო კი ააცილა. კიეველთაგან ყველაზე შედეგიანი ლეო ლაიონსი იყო, რომელმაც 20 ქულა მიითვალა.
 
მომდევნო ტურის მატჩს ცინცაძის გუნდი 7 ოქტომბერს, ჩემპიონატის ლიდერ „ხიმკისთან“ გამართავს.