ბუდიველნიკმა ნახევარფინალური სერია მოგებით გახსნა, ცინცაძე – საუკეთესოა

ბუდიველნიკმა ნახევარფინალური სერია მოგებით გახსნა, ცინცაძე – საუკეთესოა

უკრაინის ჩემპიონატში ნახვეარფინალური სერია გახსნა გიორგი ცინცაძის „ბუდიველნიკმა“, რომელმაც ქართველი კალათბურთელის დახმარებით „გალიჩინა“ 73:56 დაამარცხა და სერიაში 1:0 დაწინაურდა. საქართველოს ნაკრების უკანახაზელი თავის გუნდში საუკეთესო იყო.
 
ცინცაძეს „ბუდიველნიკში“ ყველაზე მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი ჰქონდა. გიორგი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 26,10 წუთი გაატარა. ქართველმა კალათბურთელმა 9-დან 4 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდი, 1 ორიანი კი ააცილა. ცინცაძემ ჯამში 14 ქულა მოაგროვა, რასაც 7 შედეგიანი გადაცემა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაყოლა. გიორგის მარგი ქმედების კოეფიციენტი 19-ს გაუტოლდა, ხოლო ამ მაჩვენებლით (18) „ბუდიველნიკში“ მეორე კალათბურთელი არტურ დროზდოვი იყო, რომელმაც 18 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა.
 
„ბუდიველნიკი“ ნახევარფინალურ სერიაში, სადაც გამარჯვება 4 მოგებამდეა, 1:0 დაწინაურდა. მომდევნო შეხვედრა კვლავ კიეველთა მოედანზე, 28 აპრილს გაიმართება.