საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ბულაშვილის 21 ქულა და იოლი გამარჯვება “როსალიასთან”

ბულაშვილის 21 ქულა და იოლი გამარჯვება “როსალიასთან”

 ლუკა ბულაშვილის მორიგი წარმატებული მატჩი ესპანეთის რანგით მე-4 დივიზიონში. ქართველი ლეგიონერი EBA ლიგის A-B ჯგუფში, კლუბ “კულერედოში” ასპარეზობს, რომელმაც გასულ ტურში “როსალია” 87:42 გაანადგურა.

ბულაშვილი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 27 წუთში 8-დან 4 ორქულიანი, 10-დან 4 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. ქართველ ლეგიონერს აქტივში 4 მოხსნა, 8 პასი და 5 ჩაჭრაც ჰქონდა, პასივში კი – 1 დაკარგვა და 4 პერსონალური ფოლი. შედეგად, ლუკას სარგებლიანობის კოეფიციენტი 22-ს გაუტოლდა და ის მხოლოდ ამერიკელ ტრევინ ვუდსს ჩამორჩა, რომელმაც 21 ქულას 11 მოხსნა წაამატა.

“კულერედოს” 11 მოგება და 5 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 17 თებერვალს, სტუმრად, აუტსაიდერ “ლეკლერკთან” ჩაატარებს.

ამავე ლიგაში, ოღონდ A-A ჯგუფში ასპარეზობს ჩვენი ეროვნული გუნდის 17 წლის წევრი რატი ანდრონიკაშვილი, რომლის “მირაპლორესმა” სტუმრად “სანტურცისთან” მარცხი განიცადა – 67:71. ანდრონიკაშვილმა 2 წუთში ორქულიანი ააცილა და აქტივში 2 მოხსნას და 2 პასი ჰქონდა. 

9 მოგებითა და 7 მარცხით “მირაფლორესი” A-A ჯგუფში მე-7 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 16 თებერვალს, შინ, “პას პიელაგოსთან” გამართავს.