ბულაშვილის 22 ქულა და პირველი მარცხი ესპანეთში

ბულაშვილის 22 ქულა და პირველი მარცხი ესპანეთში

ლუკა ბულაშვილის “კულერედომ” ესპანეთის რანგით მე-4 ლიგაში პირველი მარცხი განიცადა, თუმცა ქართველი ლეგიონერი კვლავ საუკეთესო იყო. 

“კულერედო” “როსალიას” ესტუმრა და 69:88 წააგო, ბულაშვილი კი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 37 წუთში 22 ქულა, 7 მოხსნა (3 შეტევაში), 4 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა.
ლუკამ 7-დან 2 ორქულიანი და 17-დან 6 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

“კულერედოს” 2 მოგება და 1 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 3 ნოემბერს, “აგუსტინოს ლეკლერკთან” ჩაატარებს. ვთქვათ ისიც, რომ 3 ტურის თავზე ბულაშვილის საშუალო მონაგარი 28.3 ქულაა.