ბულგარეთი იტალიასთან მაინც დამარცხდა

ბულგარეთი იტალიასთან მაინც დამარცხდა

დღეს საბერნეთის დედაქალაქ ათენში დაიწყო საეთაშორისო ამხანაგური ტურნირი, რომელშიც იტალიისა და საბერძნეთის ნაკრებებთან ერთად ამერიკის სტუდენტური ლიგის გუნდი „ბრიგჰემ იანგი“ და ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მომავალი მეტოქე ბულგარეთის ნაკრები გამოდიან.
 
დღეს გაიმართა პირველი მატჩები და ჩვენ, რა თქმა უნდა, ბულგარელთა ამბავი გვაინტერესებს. როსენ ბარჩევსკის გუნდი იტალიის საკმაოდ მძლავრ ნაკრებს შეხვდა და დიდი წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად საბოლოოდ მაინც დამარცხდა – 71:74.
 
იტალია თამაშობდა უძლიერესი შემადგენლობით: ანდრეა ბარნანი, მარკო ბელინელი, დანილო გალინარი – ეს ნბა–ში გამოჩენილი კალათბურთელები იტალიელებს ხომ ჰყავდათ და გუნდში იყვნენ სტეფანო მანჩინელი, ლუიჯი დატომე და სხვა ცნობილი კალათბურთელები. ბულგარელებმა პირველი მეოთხედი 5 ქულით დათმეს, თუმცა მეორე 7–ით მოიგეს და დიდ შესვენებაზე ლიდერის როლში გავიდნენ – 42:40.
 

 
მესამე მეოთხედში იტალიამ ინიციატივა მოიპოვა და ათწუთეულის 18:9 მოგების შემდეგ 7 ქულით დაწინაურდა. მართალია, ბულგარელებმა ბოლო პერიოდში მოინდომეს და 4 ქულა გააბათილეს, თუმცა საბოლოოდ ისინი 71:74 დამარცხდნენ.
 
იტალიელებში ბარნანი და ბელინელი გამოირჩნენ, ხოლო ბულგარელთაგან ორმაგი დუბლი დეიან ივანოვმა დააგროვა – 17 ქულა, 10  მოხსნა. ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა დეიანის ტყუპისცალ კალოიან ივანოვს, რომელმაც 14 ქულა და 9 მოსნა დააგროვა.
 
ხვალ ბულგარელები მასპინძე; ბერძნებს შეხვდებიან.
 
„აკროპოლის“ საერთაშორისო ტურნირი. ათენი. 23 აგვისტო
იტალია 74:71 ბულგარეთი
(21:16) – (19:26) – (18:9) – (16:20)