ბულგარეთის კალათბურთის ფედერაციამ ნაკრების მომზადების გეგმა გამოაქვეყნა

ბულგარეთის კალათბურთის ფედერაციამ ნაკრების მომზადების გეგმა გამოაქვეყნა

ბულგარეთის კალათბურთის ფედერაციამ ოფიციალურად გამოაქვეყნა საკუთარი ეროვნული ნაკრების მოსამზადებელი გეგმა, რომელიც, ცხადია, ჩვენთვისაც საინტერესოა. ბულგარეთის ნაკრები ხომ საქართველოს მეტოქეა ლიტვაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე. თანაც, ბულგარეთს ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ვეთამაშებით და სავარაუდოდ, ამ მატჩზე საკმაოდ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული როგორც ჩვენთვის, ასევე ბულგარელებისთვის. მაშ ასე, წარმოგიდგენთ ბულგარელების მოსამზადებელ გეგმას.

• 10–25 ივლისი – საწვრთნელი შეკრება ბულგარეთის დაბა ბოროვეცში. სასტუმრო „იასტრებეცი“.
• 25–28 ივლისი – საწვრთნელი შეკრება ხორვატიაში. 2 ამხანაგური მატჩი ხორვატიის ეროვნულ ნაკრებთან.
• 29–31 ივლისი – საერთაშორისო ტურნირი ბორმიოში, იტალია. მონაწილეობენ: იტალია, უნგრეთი, კანადა, ბულგარეთი.
• 1–3 აგვისტო – საწვრთნელი შეკრება სოფიაში, სასტუმრო „ვეგა“.
• 5–8 აგვისტო – საერთაშორისო ტურნირი ლიმასოლში, კვიპროსი. მონაწილეობენ: იტალია, საბერძნეთი, ბულგარეთი. მეოთხე გუნდი მოგვიანებით გაირკვევა.
• 9–18 აგვისტო – საწვრთნელი შეკრება ბულგარეთის დაბა პრავეცში. სასტუმრო „რიუ რესორთ“.
• 19–21 აგვისტო – საერთაშორისო ამხანაგური ტურნირი სკოპიეში, მაკედონია. მონაწილეობენ: მაკედონია, ბულგარეთი. ორი გუნდის ვინაობა მოგვიანებით გაირკვევა.
• 23–25 აგვისტო – „აკროპოლისის“ საერთაშორისო ტურნირი ათენში, საბერძნეთი. მონაწილეობენ: იტალია, საბერძნეთი, ბულგარეთი. მეოთხე გუნდი მოგვიანებით გაირკვევა.
• 29 აგვისტოდან ბულგარეთის ნაკრები ლიტვის ქალაქ კლაიპედაში დაბანაკდება და 31–დან ევროპის ჩემპიონატში ჩაებმება.
 
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ერთმანეთს 5 სექტემბერს, კლაიპედაში შეხვდებიან.