ბურჯანაძე კახასოლში ერთ-ერთი საუკეთესო იყო

ბურჯანაძე კახასოლში ერთ-ერთი საუკეთესო იყო

„კახასოლის“ 19 წლის ქართველმა ბექა ბურჯანაძემ ესპანურ პრიმერადივიზიონში 10 წუთი ითამაშა, თუმცა მისი თანაგუნდელების უფერული გამოსვლის ფონზე ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
 
„კახასოლმა“ სტუმრად „გრან კანარიასთან“ 49:66 წააგო და ამ მატჩში სევილიელთაგან 10-ქულიანი ბარიერი მხოლოდ ტომაშ სატორანსკიმ დაძლია. 31 წუთში სატორანსკიმ 15 ქულა მოინაგრა, რომელიც კახასოლელთა შორის საუკეთესო იყო. ჩეხი უკანახაზელის შემდეგ ბექა ბურჯანაძე მოდის, რომელმაც 10,35 წუთში 5 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. ქართველმა ფორვარდმა 2-დან 1 ორქულიანი და 1-დან 1 სამიანი ჩააგდო, 1 საჯარიმო კი ააცილა.
 
9 მოგებითა და 16 მარცხით „კახასოლი“ პრიმერადივიზიონში მე-15 ადგილზე იმყოფება. მომდევნო ტურში, 23 მარტს“, ბურჯანაძის გუნდი „ბარსელონას“ შეხვდება.