საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ბურჯანაძემ “ობრადორიოსთან” 20 წუთი ითამაშა

ბურჯანაძემ “ობრადორიოსთან” 20 წუთი ითამაშა

ბექა ბურჯანაძისა და დუდა სანაძის “დელტეკომ” ესპანეთის უმაღლეს ლიგაში მორიგი მარცხი განიცადა. სანსებასტიანის გუნდმა სეზონი 5 მარცხით დაიწყო და პირველი გამარჯვება გასულ ტურში იზეიმა, თუმცა ბოლო შეხვედრა კვლავ წააგო. “დელტეკომ” სტუმრად დიდი ბრძოლა გაუმართა “მონბუსს”, თუმცა საბოლოოდ მაინც დამარცხდა – 82:88.

ამ მატჩში სასიხარულო ის გახლდათ, რომ ბექა ბურჯანაძემ 20 წუთი ითამაშა. ქართველ ფორვარდს ტრავმების გამო მთელი წინა სეზონი გაუცდა და მოედანს მიმდინარე ჩემპიონატში დაუბრუნდა. ბექამ 3-დან 2 სამქულიანი ჩააგო და შეხვედრა 6 ქულით, 2 მოხსნით, 1 პასით და 1 ჩაჭრით დაასრულა. მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 10 გახლდათ, რაც სანსებასტიანელთა შორის მე-3 შედეგი იყო.

სანაძემ მოედანზე 6 წუთი გაატარა და მეტოქის ფარითვის არ შეუტევია. მის ანგარიშზე 1 მოხსნა დაგროვდა. საუკეთესო შედეგი სანსებასტიანელთაგან დანიელ პერესმა აჩვენა, რომელმაც 16 ქულა მიითვალა. 7 ტურის შემდეგ ერთი მოგებით “დელტეკო” ბლო ადგილზეა. მომდევნო მატჩს სანსებასტიანელები 10 ნოემბერს, შინ “სან პაბლო ბურგოსთან” გამართავენ.