ბურჯანაძემ სეზონის საუკეთესო მატჩი ყოფილ გუნდ ანდორასთან ჩაატარა

ბურჯანაძემ სეზონის საუკეთესო მატჩი ყოფილ გუნდ ანდორასთან ჩაატარა

ესპანეთის მე-4 ტურში დიდებულად ითამაშა გიორგი შერმადინმა, რომელსაც არც ბექა ბურჯანაძე ჩამორჩა და მიმდინარე სეზონის საუკეთესო შედეგიანობა გამოავლინა. ესპანეთის ჩემპიონატის რიგით მეოთხე მატჩში ბექა თავის ყოფილ კლუბ “ანდორას” დაუპირისპირდა და “გრან კანარიამ სწორედ ქართველი ფორვარდის შედეგიანი თამაშის წყალობით გაიმარჯვა – 80:67. შეხვედრა თავიდან ბოლომდე თანაბარი იყო, გამარჯვებულის ბედი ბოლო პერიოდში გადაწყდა, როცა კანარელებმა 26:15 მოიგეს.

ბექა თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, 22 წუთი ითამაშა, 20 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა. ბექამ 6-დან 5 ორქულიანი, 4-დან 2 სამიანი და 8-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მის გუნდში 16 ქულით დემონტე ჰარპერი გამოირჩა.

“გრან კანარიას” გიორგი შერმადინის “ტენერიფეს” მსგავსად 2-2 მოგება-წაგება აქვს და მეშვიდე-მერვე ადგილებს ინაწილებს. ბურჯანაძის გუნდი მომდევნო მატჩს 20 ოქტომბერს გამართავს – “ბარსელონას” ესტუმრება.